მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის იმპორტი კი შემცირდა

60fe7e2e66fea
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.21 16:28
769

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი ივნისში მაისთან შედარებით შემცირდა, ხოლო საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზრდა.

მათი ცნობით, 2021 წლის ივნისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1.67 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,09 ათასი ტონით ანუ მაისის თვის მაჩვენებელთან (1,76 ათასი ტონა) შედარებით 5.1%-ით ნაკლებია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,47 ათასი ტონა) შედარებით 0,20 ათასი ტონით ანუ 13,6%-ით მეტია.

მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,30 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (15,0%); თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (14,4%); გერმანია - 0,16 ათასი ტონა (9,6%), და სხვ.

2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 8.81 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,55 ათასი ტონა) შედარებით 1.26 ათასი ტონით ანუ 16.7%-ით მეტია და პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,46 ათასი ტონა) შედარებით 0.65 ათასი ტონით ანუ 6.9%-ით ნაკლებია.

2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან - 1,61 ათასი ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 18.3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 1.39 ათასი ტონა (15,8%); ირანი - 1,09 ათასი ტონა (12,4%), გერმანია - 0,91 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.
2021 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6.8 ათასი ტონა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) შედარებით 1.7 ათასი ტონით ანუ 33,3%-ით მეტია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა) შედარებით 0,3 ათასი ტონით, ანუ 4,6%-ით მეტია.

მათ შორის, 2021 წლის ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტის 44.1% (3,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,4% (2,0 ათასი ტონა) - იტალიიდან, 14,7% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 10,3% (0,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,5% (0,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

2021 წლის იანვარ-ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტმა 28,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,9 ათასი ტონა) შედარებით 0,8 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით ნაკლებია და პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,7 ათასი ტონა) შედარებით 23,6 ათასი ტონით ანუ 45,6%-ით ნაკლებია.

მათ შორის, 2021 წლის პირველი ექვსი თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 61.9% (17,4 ათასი ტონა) თურქმენეთიდან, 14.9% (4,2 ათასი ტონა) - იტალიიდან, 8.9% (2,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 7.1% (2,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 5,3% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1,8% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან განხორციელდა.