მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი ახალი სერვისი ამოქმედდება

634026839745d
ინგა მურუსიძე
07.10.22 17:12
513
60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 10 ოქტომბრიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება.

პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პარალელურად, რაც 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს, თბილისის მერია მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ხსნის.

პროექტი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პარტნიორობით ხორციელდება.

„60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.

მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა - ვარჯიში, ხატვა და მუსიკა.

კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას - ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს.

„60+ კლუბი“ მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება.