მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 ნოემბრიდან საბერძნეთი საყოველთაო „ლოქდაუნს“ აცხადებს

5fa3f04408fd7
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.20 18:01
953
7 ნოემბრიდან საბერძნეთი საყოველთაო "ლოქდაუნს" აცხადებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები სამი კვირით ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„მე ავირჩიე მკაცრი ზომების დაწესება უფრო ადრე, ვიდრე - დაგვიანებით“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

გამოცემა წერს, რომ საბერძნეთში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, გაზაფხულზე კორონავირუსის ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ხელისუფლების მიერ საყოველთაო კარანტინის დროულ გამოცხადებას უკავშირდება. ახალი აკრძალვების ფარგლებში, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, საცალო მაღაზიები დაიხურება.

საბერძნეთმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება მაისიდან დაიწყო, თუმცა ოქტომბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება, რის გამოც ხელისუფლებას შეზღუდვების კვლავ გამკაცრება მოუწია.

ბოლო 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსის 2 646 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სულ რეგისტრირებულია ინფიცირების 46 892 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 673-ია.