მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში საქართველომ $40 მილიონის სხვადასხვა ვაქცინა იყიდა

6120fcff9cb5e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.21 17:29
1573
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგებით, 10 უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტად - 221.5%-ით ვაქცინების, სისხლისა და იმუნური პროდუქტების იმპორტი გაიზარდა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან ამ ჯგუფის პროდუქტების შესაძენად ჯამში 61.9 მლნ დოლარი გავიდა.

BM.GE დაინტერესდა - რომელ ქვეყნებში, რა მოცულობის ვაქცინები იყიდა საქართველომ მიმდინარე წელს. ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების ვაქცინების შესაძენად ქვეყნიდან 39.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც 2020 წლის 7 თვის მაჩვენებელს 1328.9%-ით აღემატება. (2020 წლის იანვარ ივლისში საქართველოში 2.8 მლნ დოლარი ღირებულების ვაქცინა შემოვიდა).

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების 10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი - 24.2 მლნ დოლარი;
2. აშშ - 6 მლნ დოლარი;
3. ბელგია - 3.7 მლნ დოლარი;
4. საფრანგეთი - 2.3 მლნ დოლარი;
5. ჰონ-კონგი - 2 მლნ დოლარი;
6. ნიდერლანდი - 688.1 ათაი დოლარი;
7. ინდოეთი - 546 ათასი დოლარი;
8. დანია - 182.7 ათასი დოლარი;
9. ლიეტუვა - 91.5 ათასი დოლარი;
10. ლატვია - 50.1 ათასი დოლარი.

მცირე რაოდენობებით სხვადასხვა ტიპის ვაქცინები საქართველოში უნგრეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, კორეიდან და უმნიშვნელო მოცულობით სომხეთიდან და რუსეთიდან შემოვიდა.