მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 დეკემბერს პარლამენტში კობა გვენეტაძეს ველოდებით - ირაკლი კოვზანაძე

61adfd94a480c
BM.GE
06.12.21 16:03
729
მიმდინარე კვირაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  2022-2024 წლების ფულად–საკრედიტო პოლიტიკას წარადგენს. ამასთან, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კომიტეტი განიხილავს ასევე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას.

„ოთხშაბათს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ველოდებით, განვიხილავთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მასათან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მოსახლეობას აინტერესებს. ხოლო პარასკევს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განვიხილავთ, იცით, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წინა ვერსიებისგან განსხვავებით 332 მილიონი ლარით იზრდება“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტის დღის წესრიგში შეიტანს.