29.სექტემბერი .2020 16:15

82 - მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა "შრომის კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა

views 971
უკან

პარლამენტმა  "შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა - 82 - მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

შეგახსენებთ, ბიზნესი განსაკუთრებით 2 საკითხზე გამოთქვამდა პროტესტს: პირველი ზეგანაკვეთური შრომის 125%-ით ანაზღაურებას შეეხებოდა, რაც საქართველოს ბიზნეს-სოციაციის და სხვა დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნით, საბოლოოდ, დაკორექტირდა. შესაბამისად, ზეგანაკვეთური შრომა მოქმედ კოდექსში არსებული მუხლის შესაბამისად გამოითვლება ანუ ნორმირებული სამუშაოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძო სექტროს შენიშვნები ჰქონდა შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებითაც, თუმცა მეორე მოსმენისას კანონპროექტში არსებული ჩანაწერი არ შეცვლილა. "შრომის კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას ნებისმიერ კომპანიაში ნებისმიერ დროს შეეძლება შესვლა და ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ დასჭირდება.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდება, bm.ge ყველა მნიშვნელოვან სიახლეს შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა