მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან რესტორნების გარე სივრცეები იხსნება, მაგრამ მხოლოდ აჭარაში

6016d08d5ebe1
თელარა გელანტია
01.02.21 09:45
947
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან რესტორნების გარე სივრცეები იხსნება, მაგრამ - მხოლოდ აჭარაში.

დანარჩენ საქართველოში კი, რესტორნები არსებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას. მათ შეუძლიათ კვლავ გატანის სერვისით იმუშაონ.

არგუმენტი, რითაც მთავრობა აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეებს მუშაობის უფლებას აძლევს, ინფიცირების დადებითობის დაბალი მაჩვენებელია, რომელიც 4%-მდეა.

გარდა ამისა, დღეიდან ბათუმში, ისევე როგორც ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, გაიხსნება მუნიციპალური ტრანსპორტი (შაბათ კვირის გარდა), სკოლები და მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები (შაბათ კვირის გარდა).