მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 საკითხი, რაზეც დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ

625d039cd7694
BM.GE
18.04.22 10:20
1106
დღეს, 18 აპრილს, 11 საათზე მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 10 საკითხის განხილვა, საიდანაც ერთი საიდუმლოა.

საკითხები, რაზეც დღეს მთავრობის სხდომა იმსჯელებს:

1.საქართველოს კანონის პროექტები ,,ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ‘‘ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მამათისათვის” იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების და რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, ქლინ ენერჯი ინვესთ ეი. ეს და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „არაკალს’’ შორის „არაკალი ჰესის’’ შესახებ 2021 წლის 18 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ინდიკოზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“

9. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ”

10. საიდუმლო