ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში აღდგენის მაჩვენებელი 73%-, ბათუმში 95%-ს, ხოლო ქუთაისში 97%-ს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშში წერია.
მოცემულ პერიოდში ქვეყანაში ყველა ავიაკომპანია დაბრუნდა, რომლებიც საქართველოს საჰაერო ბაზარზე პანდემიამდე ოპერირებდნენ. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანაში არსებულ ყველა აეროპორტში ჯამში მგზავრთნაკადი 79%-ით აღდგა.
იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 278 007 მგზავრს მოემსახურნენ, ეს მაჩვენებელი 2019 წელს 4 139 955 იყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით დაფრინავს. წელს საქართველოს ავიაბაზარს 7 ავიაკომპანია და 6 მიმართულება დაემატა. 2022 წელს სიხშირეები 2019 წელთან შედარებით 90%-ით აღდგა, შედეგად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები კვირაში საშუალოდ 365 რეისს ემსახურებოდნენ.
"მზარდია ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის და სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავალებსა და აღდგენის დინამიკაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„აქტიურად ვმუშაობთ რომ ქვეყანაში არაერთმა საერთაშორისო მაღალი რანგის ავიაკომპანიამ იფრინოს, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. ბიუჯეტური ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთასის აეროპორტიდან ოპერირებენ, იმისთვის, რომ საქართველოზე წვდომა გაიზარდოს“, -განაცხადა ქვრივიშვილმა.
მთავარი ფოტო: Nakanimamasakhlisi
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება