06.ოქტომბერი .2022 11:56

აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
views 276
უკან

აზიურ ფაროსანასგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ალამბარი, მუხაესტატე, გვარა, ხალა, ციხისძირი, ქობულეთი, ხუცუბანი - უკვე დამუშავებულია 2000 ჰექტრამდე ფართობი. წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, მეფუტკრე ფერმერების ჩართულობით, ღამის საათებში მიმდინარეობს.

"მიგრაციის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გააქტიურება. შემოდგომის დადგომასთან ერთად, მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს, ასეთ დროს ყველაზე ეფექტიანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საკუთარი მოსავალი, ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგუროს მავნებელი", - წერია სეს-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა