აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ახალი კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც წითელი ჯვრის ჩართულობით განხორციელდება და უზრუნველყოფს ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვას. ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გავრცელების და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კამპანიაში ჩაერთვებიან. მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს.
"ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რითაც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა. წითელ ჯვართან ერთად დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაეხმარება ტურისტული სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და უკვე 30 ათასზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება სასურსათო კალათებით, მედიკამენტებით.
ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა, პანდემიის განმავლობაში, ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარა ევროპაში.
ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი