მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტურისტულ პოპულარიზაციაში 4.6 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება

6200d302e1f8d
ანუკა ჯოხაძე
08.02.22 09:00
444
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესყიდვების სააგენტოს გამარტვებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართა. შესყიდვის მიზანი აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.6 მლნ ლარია.

როგორც შემსყიდველის მიერ ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, გამოყოფილი თანხით რეგიონის პოპულარიზაციისთვის, სამიზნე ქვეყნებში სატელევიზიო, ონლაინ, გარე და მედია რეკლამების შესყიდვა მოხდება, რაშიც 3 572 000 ლარი დაიხარჯება.

სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება კი 400 000 ლარი ჯდება.

ამასთან, სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუს და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის 178 000 ლარი დაჯდება.

ხოლო ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციებისა და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზებისთვის 99 000 ლარია გათვალისწინებული.

რეგიონის ტურისტული პორტალის - visitbatumi - ის ახალი ვებ გვერდის შექმნა აჭარის ბიუჯეტს 150 000 ლარი დაუჯდება.

სპორტული ტურიზმის საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადებაში 100 000 ლარი იხარჯება, ხოლო საინფორმაციო ბროშურების ბეჭდვაში 150 000 ლარი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მარკეტინგული აქტივობების განხორცილებას 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის დეკემბრამდე გეგმავს.