მზის პანელების მწარმოებელ კომპანია AIONRISE-ში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, ამბობენ, რომ პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია და ადრე თუ გვიან, ქვეყნები, მათ შორის საქართველოც მზის ენერგიას ელექტროენერგიის მიღების ძირითად წყაროდ გამოიყენებს.
Bm.ge-თან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა კურტანიძემ განაცხადა, რომ წარმოება ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული და ყველაზე მოთხოვნადი აშშ-ის ბაზარია.
„ჩვენი ქარხანა მხოლოდ მზის პანელებს/ფოტოელექტრულ მოდულებს (Solar Panels / Photovoltaic Modules) აწარმოებს , რომელიც ფოტოელექტრული სადგურის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ქარხანას დღეის მდგომარეობით 500 მეგავატის ოდენობის მზის პანელების/ფოტოელექტრული მოდულების წარმოება შეუძლია.
AIONRISE-ის მიერ წარმოებული მზის პანელები წარმოდგენილია მასშტაბურად ამერიკის ბაზარზე. ის ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ნორვეგიის, შვედეთის, სომხეთისა და უზბეკეთის ბაზრებზეა ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წარმოება ექსპორტზეა ორიენტირებული, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მომხმარებლებთან, გადამყიდველებთან და ფოტოელექტრული სადგურების დამყენებელ კომპანიებთან.
მსოფლიო ბაზარზე მზის ენერგიის გამოყენებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და საქართველოც არ არის გამონაკლისი. შესაბამისად, მზის პანელების წარმოებას და რეალიზაციასაც დიდი პოტენციალი აქვს. ახლო მომავალში ფოტოელექტრული სადგურები (იგივეა, რაც მზის პანელების ელექტროსადგური) იქნება ერთ-ერთი ძირითადი წყარო ელექტროენერგიის მიღების, შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობით ამ ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობა მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით მიმდინარეობს. არსებულ დადასტურებულ ტენდენციებზე დაყრდნობით, ადრე თუ გვიან, საქართველო როგორც ყველა სხვა დანარჩენი ქვეყანა დედამიწაზე, გამოიყენებს მზის ენერგიას, როგორც ელექტროენერგიის მიღების ძირითად წყაროს“, – აღნიშნა ლელა კურტანიძემ.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კომპანიაში ამბობენ, რომ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობენ: ვმუშაობთ ქარხნის საწარმოო ხაზის მანქანა-დანადგარების განახლებასა და საწარმოო ხაზის გაზრდაზე. "ასევე ვმუშაობთ ფოტოელექტრული უჯრედების საწარმოო ქარხნის დაარსებაზე“, - დასძინა მან.
ინფორმაციისთვის, ფოტოელექტრული უჯრედი არის სილიკონის უჯრედი, რომელიც მზის პანელის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ამასთან ის არის ელექტრო მოწყობილობა, რომელიც სინათლის ენერგიას უშუალოდ ელექტროენერგიად ფოტოელექტრული ეფექტით გარდაქმნის.
ქუთაისში ქარხანა AIONRISE-ის სახელით, საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ