მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღარ არის საინტერესო იმაზე საუბარი, თუ რა ხდებოდა დენიკინის დროს! - "დიოს" დირექტორი

61336024b6603
BM.GE
04.09.21 16:00
3095
აღარ არის საინტერესო იმაზე საუბარი, თუ რა ხდებოდა დენიკინის დროს! ჩვენ გვაინტერესებს რა იქნება დღეს და ხვალ,- ამის შესახებ კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენ გვაინტერესებს, როგორ დავაღწევთ თავს ამ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის კრიზისს? როდის აღდგება ნორმალური ცხოვრება და როდის დაუბრუნდებიან ბავშვები სკოლის მერხებს? რა ეტაპზე ვართ ნატოში გაწევრიანების გზაზე? როგორ ვიცავთ რუსული რბილი თუ რეალური ძალისგან თავს? როდის იქნება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსვალი 10 000 აშშ დოლარი? როდის იქნენა მინილალური პენსია 500 ლარი? როდის გვექნება ხარისხიანი განათლების სისტემა? როდის შეწყვეტენ ქართველები ქვეყნიდან გაქცევას? როდის გვექნება თავისუფალი სასამართლო ? როდის იგრძნობს ბიზნესი აბსოლუტურად დაცულად და თავისუფლად თავს? და ბოლოს, როდის იზეიმებს კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში?!”,- წერს ბიზნესმენი.