მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგენტებზე კანონის მიღება EU-ს ღირებულებებს ეწინააღმდეგება - გერმანიის ელჩი

6405d7ab4b782
მარიამ ვარადაშვილი
06.03.23 16:20
803
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ტვიტერზე წერს, რომ “უცხოური გავლენის აგენტებზე" პარლამენტში განხილული კანონპროექტები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან შეუსაბამოა.

"როგორც საქართველოს მეგობარი გეუბნებით, რომ ევროკავშირის პოზიცია "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე რჩება. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებებთან. ასევე ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან", - წერს ელჩი "ტვიტერზე".

დღეს დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

"ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები