აგროსექტორში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $500 მლნ-მდე შევამცირეთ, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას ისაუბრა. გახარიას მრჩეველი ამბობს, რომ ეს არის პროგრესი, რასაც ხელისუფლებამ გასული წლების განმავლობაში მიაღწია.
“ფაქტობრივად ის ფული, დაახლოებით 275 მლნ ლარი, რომელიც მაგალითად აგროსესხებისა სუბსიდირების ნაწილში სახელმწიფოსგან იყო გადახდილი, და რომელსაც მოჰყვა ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 2 მლრდ ლარის მოცულობის კერძო კაპიტალის ინვესტიცია, იყო იმის წინაპირობა, რომ შეიქმნა უამრავი მცირე, საშუალო, მსხვილი აგროსასურსათო საწარმოები, რომლებმაც მიაღწიეს იმას, რომ ამ მოხმარების ზრდის პირობებში, ექსპონენციალურად გაზრდილი სამომხმარებლო ბაზრის პირობებში, არა მხოლოდ შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, არამედ $400 მლნ-ზე მეტით, $500 მლნ-მდე შევამცირეთ აგროსასურსათო პროდუქციის ნეგატიური სავაჭრო ბალანსი”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა საქართველოში (9.2 მლნ იყო 2019 წელს), საჭირო გახდა უფრო მეტი ადამიანის გამოკვება, – „ისინი ქვეყანაში შემოდიან, სხვადასხვა საკვებ ობიექტებს, სასტუმროებს სტუმრობენ. ეს არის გამოკვების დამატებითი საჭიროება, ეს არის ასევე სასოფლო სამეურნეო პროდუქტების დამატებითი მოხმარება და ამ მოცემულობაში ჩვენ მივაღწით იმას, რომ ამ წლების განმავლობაში დაახლოებით $500 მლნ-მდე შევამცირეთ ჩვენი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით“, – დასძნა მან.
პრემიერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სექტორის ეკონომიკურ ზრდაში შეტანილ წვლილზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ის, რომ დღეს აგროსექტორში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხია.
„ჩვენ რადგანაც გვაქვს მნიშვნელოვნად დაბალი საგადასახადი წნეხი აგროსექტორში, ეს პოზიტიური შედეგები, შეიძლება პირდაპირპროპორციულად არ აისახებოდეს მშპ-ში სექტორის წვლილით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება