მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ი: გამოკითხულთა 32%-ს მოგზაურობა იმ ქვეყნებში სურს, სადაც მოსახლეობა ვაქცინირებულია

60180069a9715
ნათია თაქთაქიშვილი
01.02.21 20:26
792
აპარტამენტების გაქირავების პოპულარული ამერიკული სერვისი Airbnb-ი სპეციალურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ონალინ პლატფორმის მიერ გამოკითხული აშშ-ის მოსახლეობის 32%-ი მოგზაურობას 2021 წელს ისეთ ქვეყნებში ისურვებდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია.

Airbnb-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების 30%-ი აღნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მოგზაურობას გადაწყვეტენ, კოვიდ-ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი მაღალი უნდა იყოს, ხოლო 29%-ისთვის მნიშვნელოვანია გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ხელმისაწვდომობა.

Airbnb-ი ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე აცხადებს, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს პანდემიის პერიოდში მოგზაურობა ენატრებოდა: 50%-მა განაცხადა, რომ ახლობლების და ოჯახის წევრების მონახულობა ვერ შეძლო, ხოლო 58%-ის განცხადებით, თავს იზოლირებულად თვლიდა დანარჩენი სამყაროსგან.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად განაახლებენ 2021-ში ისინი საერთაშორისო მიმოსვლას, გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ 2021-ში მოგზაურობისთვის მზად არიან, მათგან 54%-ი აღნიშნავს, რომ უკვე დაჯავშნილი აქვს მოგზაურობა გარკვეული მიმართულებით.