მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb: ჯავშნების გაუქმების შემთხვევაში, თანხას სრულად დაგიბრუნებთ

5e6fc68fde3b1
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 00:00
1224
საერთაშორისო პლატფორმა Airbnb-ი თავის მომხმარებლებს ჯავშნების გაუქმების შესაძლებლობას აძლევს კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების ფონზე. როგორც კომპანია აცხადებს, მათ გადახდილი თანხები სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მოქმედ ჯავშნებს 14 მარტიდან -14 აპრილამდე, ამასთანავე ჯავშანი გაკეთებული უნდა იყოს 14 მარტამდე პერიოდში. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეეძლებათ ჩვენს მომხმარებლებს შეწყვიტონ რეზერვაცია“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

საერთაშორისო პლატფორმა ასევე აცახადებს, რომ Airbnb-ი მხარს დაუჭერს იმ მასპინძლებს, რომლებიც მათ პლატფორმას იყენებს და ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად ჯავშნების მასობრივად გაუქმებით იზარალა.

"ჩვენი მასპინძლები მთელი ამ დროის განმავლობაში გმირებივით იქცეოდნენ. მასპინძლების უმეტესობამ აირჩია, რომ მათი სტუმრებისთვის ნაწილობრივ, ან სრულად აენაზღაურებინა თანხა. ვიცით, რომ ჩვენი მასპინძლები დამოკიდებულები არიან Airbnb-დან შემოსულ თანხებზე. 50% ამ თანხაზეა დამოკიდებული, რათა ქირა ან იპოთეკა გადაიხადოს. რამდენიმე თამამ იდეაზე ვმუშაობთ, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასპინძლებს და ძალიან მალე გვექნება სიახლე," - წერს Airbnb-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბრაიან ჩომსკი  Twitter-ზე.

Airbnb საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ათასობით ადამიანი თავიანთ აპარტამენტს უცხოელ მოგზაურებსა და ტურისტებზე დღიურად აქირავებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად და იმ ფონზე, რომ რიგ ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეწყდა, ჯავშნები მასობრივად უქმდება.