მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbus-ის საბაზრო კაპიტალიზაცია პრეპანდემიურ 100 მილიარდ ევროს დაუბრუნდა

64394c01d9d6e
მარიამ ვარადაშვილი
14.04.23 17:36
954
Airbus-ის საბაზრო კაპიტალიზაცია პრეპანდემიურ პერიოდს, 100 მილიარდ ევროს დაუბრუნდა. როგორც Bloomberg წერს, თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კომპანიის შემოსავლების სწრაფი ზრდა ავიაციის აღდგენის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

კომპანიის საბაზრო ღირებულემა 2020 წლის დასაწყისში მანამ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, 100 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, თუმცა პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრებისა და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აქციების ფასი უპრეცედენტოდ დავარდა.

Airbus-ის ინფორმაციით, 2022 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 58.8 მილიარდი ევრო იყო, ხოლო საოპერაციო მოგებამ 5.6 მილიარდი ევრო შეადგინა. 2023 წლისთვის კი კომპანია საოპერაციო მოგების ზრდას 0.4 მილიარდი ევროთი ელოდება.