მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ajaratv: ბათუმის პლაჟები სასტუმროებს მართვაში გადაეცემათ - მერი ამბობს, რომ მას არ შემოღობავენ

5e542b9b460a2
BM.GE
24.02.20 23:54
1063
ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს პლაჟები მართვაში გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ajaratv ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საკითხი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და დეპუტატები მასზე 25 თებერვალს, იმსჯელებენ.

"ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება.

ბათუმის მერიის პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, "ბათუმი თაუერი" პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პირდაპირი წესით, იჯარის ფორმით გადაეცემა პლაჟი მართვაში", - აღნიშნულია სტატიაში.