მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჟოიტაჟი და პანიკა, რომ რაიმე პროდუქტი ბაზრიდან გაქრება, აბსურდია”- ფინანსისტი

622e39dc56efc
ანუკა ჯოხაძე
14.03.22 09:00
881
ბოლო ერთი კვირაა საცალო გაყიდვების კომპანიები აცხადებენ, რომ მომხმარებლების მხრიდან პანიკური შესყიდვები ხორციელდება, რაც ბაზარზე პროდუქციის ხელოვნური დეფიციტის რისკებს აჩენს. როგორც ისინი ამბობენ, მომხმარებლებს წინასწარ პროდუქციის მარაგების გაკეთების საფუძველი არ აქვთ, რადგან ქვეყანაში არსებობს მარაგები და გარდა რუსეთისა, არსებობს ალტერნატიული ბაზრები, საიდანაც პროდუქცია შემოვა.

აღნიშნულ პოზიციას აფიქსირებს BM.GE-ისთან ეკონომისტი აკაკი ცომაიაც. მისი თქმით, აბსურდია, რომ ქვეყანაში კონკრეტული პროდუქციის დეფიციტი შეიქმნება. მისი თქმით, ამ მიმართულებით მოსალოდნელია მხოლოდ ფასების ზრდა, რადგან კომპანიებს გაუძვირდებათ ქვეყანაში პროდუქციის იმპორტი.

“მოკლევადიან პერიოდში შეგვიმცირდება ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, იმიტომ, რომ რუსეთის ეკონომიკა შემცირდება. ისევე როგორც ფულადი გზავნილები შემცირდება, იმიტომ რომ ადამიანებს ფინანსები შეუმცირდებათ. რუსეთიდან საქართველოში თანხების მოძრაობაც უკვე გართულებულია, იმიტომ, რომ დასანქცირებული არის რუსეთის უმსხვილესი საფინანსო სისტემა და SWIFT–დან არის ჩახსნილი.

ამ გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე ვდგავართ. თუმცა აჟოიტაჟი და პანიკა იმის შესახებ, რომ რაიმე პროდუქტი ბაზრიდან გაქრება, აბსურდია. ეს იმდენად დიდი აბსუდია, რომ ყველანაირ ეკონომიკურ კანონს ეწინააღმდეგება. ეს შეუძლებელია იმ ქვეყანაში, სადაც საქონელს აწარმოებს, ქმნის და ყიდის კერძო სექტორი თუ მასზე რაიმე სატარიფო ბარიერები ან შეზღუდვები არ შემოდის, შეუძლებელია რაიმეს დეფიციტი წარმოიქმნას”-აცხადებს ეკონომისტი აკაკი ცომაია.