მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსი ალექსიშვილი ICGFM-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

61fa242b50cd0
მარიამ ვარადაშვილი
02.02.22 10:39
1403
PMCG კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსი ალექსიშვილი სახელმწიფო ფინანსების მენეჯმენტის საერთაშორისო კონსორციუმის (ICGFM) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ICGFM საერთაშორისო გლობალური ფინანსური მენეჯმენტის ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ხელისუფლების ორგანოებს, საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებს, საკონსულტაციო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაცებსა და სხვა. ICGFM აშშ-ში 1978 წელს დაფუძნდა. ის არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც მთავრობებს, კერძო ფირმებსა და პროფესიულ ასოციაციებს აერთიანებენ, რომელთა მიზანიც ფინანსების მენეჯმენტის გაუმჯობესებაა. ორგანიზაცია გლობალურად ფინანსების მართვის საუკეთესო პრაქტიკას უწევს ადვოკატირებას. 

2019 წლიდან PMCG ICGFM-ის წევრი ორგანიზაციაა.