მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პუტინის მთავრობა დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს“ - ქადაგიძე სანქციების ეფექტს აჯამებს

6220693ca081c
ინგა მურუსიძე
03.03.22 11:28
2710
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი სანქციების გამოცხადება მოჰყვა - წამყვანი რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვას, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, დიდი კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვებას და სხვა ეკონომიკურ სანქციებს კი - რუსული რუბლის რეკორდული გაუფასურება.

სანქციების მყისიერ და მოსალოდნელ ეფექტებზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

სანქციების დაწესებიდან ერთი კვირაში მიღებული ეკონომიკური ეფექტი:

- გაყინული რეზერვები (300 მილიარდი),
- გათიშული საგადახდო სისტემები,
- ბანკებთან რიგები ფულის გადახურდავებასა და გატანაზე,
- გაყინული ანაბრები,
- 60% (30+30)-ით გაუფასურებული კურსი,
- 20%-მდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები არსებულ იპოთეკურ სესხებზე;
- ასობით მეგა კომპანიის შეჩერებული საქმიანობა;
- ასი ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და გაკოტრებული მცირე ბიზნესი;
- შეჩერებული სავიზო რეჟიმები;
- ევროპაში გასვლის შეზღუდვები;
- ჩამოშლილი საფონდო ბაზარი;
- რუსული მეგაკომპანიების უმეტესობა გადახდისუუნარო მდგომარეობაში;
- შეჩერებული საერთაშორისო გადაზიდვები;
- მთელ მსოფლიოში ოლიგარქების ქონებაზე გამოცხადებული ნადირობა.

„ეს მხოლოდ მყისიერი შედეგებია. ტექნოლოგიების და სხვა უამრავი შეზღუდვის ეფექტი ჯერ არც კი დაწყებულა.

პუტინის მთავრობა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ მოვიდა და 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს.

Stay strong Ukraine“, - წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.