“არის საქმეები, რომლებსაც საქართველო იგებს, არის საქმეები სადაც მომჩივნები იგებენ,”- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტების კითხვას საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებზე, რომლებშიც საქართველოს მთავრობა არის ჩართული. ძამაშვილის თქმით, ბოლო ერთ წელში საქართველომ სამი დავა მოიგო, სადაც მოპასუხე მხარეებს 200 მილიონი დოლარის კომპენსაციები დაეკისრათ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, ნამახვანჰესის ინვესტორთან, კომპანია ENKA-სთან ახლად დაწყებული საარბიტრაჟო დავაა. ბექა ძამაშვილის თქმით, სარჩელის განხილვა სავარაუდოდ 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
“საარბიტრაჟო დავებს რაც შეეხება, ის სპეციფიკა აქვთ მათ რომ კონფიდენციალური დავებია. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლის განმავლობაში სახელმწიფომ მოიგო სამი დავა, რომელშიც კომპანიებს დაეკისრათ 200 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციების გადახდა.
არის საქმეები, რომლებსაც საქართველო იგებს, არის საქმეები სადაც მომჩივნები იგებენ, ეს არის მუდმივი პროცესი და ეს ნაწილობრივ ერთმანეთს ავსებს. რაღაც ნაწილში ხდება კომპენსაციის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდა, რაღაც ნაწილში გვიწევს მომჩივნისთვის გადახდა.
ამ ეტაპისთვის სახელმწიფოს ჯერ არ გადაუხდია არცერთი კომპენსაცია. ინტერ რაოს საქმე, რაც დასახელდა, ის გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში და შესაბამისად, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას რომ სამართლებრივად ამოიწუროს პროცედურები.
რაც შეეხება ენკას, ეს არის დავის ძალიან საწყის ეტაპზე და დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება არბიტრაჟს რომ მასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება. თავად ამ დავაზე პირველადი პოზიციების გაცვლაც არ მომხდარა ჯერ.
ადვოკატების დაქირავება კი ჯდება თანხა, მაგრამ არბიტრაჟს ახასიათებს ის, რომ თუ დავა წარმატებული იქნება, შემდეგ წაგებულ მხარეს მოუწევს ამ ხარჯების ანაზღაურება,”- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
BMG-ის მიერ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანა ამ დროისთვის ექვს საარბიტრაჟო დავაში არის ჩართული. ეს დავებია:
1) „Gardabani Holdings B.V.“, “Inter RAO UES PJSC“ და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V.“ და „Silk Road Holdings B.V.” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $210 მილიონი დოლარი;
2) „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
3) მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი
4) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
5) "ანაკლიის განვითარების კონსორციუის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
6) „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ დავაში მოსარჩელეს ჯერ არ დაუკონკრეტებია ზიანის ოდენობა. მოსარჩელის განცხადებით, ზიანის ოდენობა განისაზღვრება დავის პროცესში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი