მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ambience-ი შოკოლადის ნაწარმის ექსპორტზე გატანას გეგმავს

6107edf8b0da4
მარიამ იზორია
03.08.21 09:50
986
Ambience-ი, რომელიც დაახლოებით ერთი წელია, რაც ხელნაკეთ შოკოლადს აწარმოებს, პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგავს.

Ambience-ის შოკოლადი ბელგიური ნედლეულით მზადდება და მრავალფეროვან გემოებს აერთიანებს, მათ შორის, შავ შოკოლადს, რძიან შოკოლადს თხილით, ჟოლოთი, ფისტათი და სხვა.

კომპანიის დამფუძნებელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ბრენდის განვითარების ისტორიასა და ხელნაკეთი შოკოლადის შექმნის იდეაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ ტკბილეულის მომზადებას თავად დაიწყებდა, საქმის შესასწავლად შესაბამისი კურსები გაიარა და შოკოლადის შექმნა შეფ დავით ყურაშვილის დახმარებით დაიწყო.

„ამ საქმეში ძალიან დიდ სიყვარულს ვდებ, ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, თითოეული შოკოლადის ფილა, რომელსაც ვქმნი, მხატვრობაა, ძალიან მრავალფეროვანი ფერებითა და გემოებით, რომელსაც ექსპერიმენტის შედეგად ვიღებ. უნდა აღინიშნოს, რომ ის საღებავები და პიგმენტები, რომლებსაც ვიყენებ ნატურალურია“, - ამბობს Ambience-ს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, ბრენდი პროდუქციას ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ყიდის.