მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული დოლარი საფრთხის წინაშეა – Morgan Stanley-ის ყოფილი ხელმძღვანელი აზიაში

5eea65fd0e996
თამთა ჯიჯავაძე
18.06.20 00:00
1463
ამერიკული დოლარი საფრთხის წინაშეა, ვინაიდან პანდემიის შემდგომ პერიოდში გლობალური ეკონომიკა მცირდება. ამის შესახებ Morgan Stanley-ის აზიის რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა სტეფან როუჩმა განაცხადა. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

დოლარი გადაურჩა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სავაჭრო ომის, კორონავირუსის ეპიდემიის დარტყმას, თუმცა, ამერიკული ვალუტის "ძლევამოსილება“ ბოლო კვირების განმავლობაში სუსტდება, ვინაიდან ინვესტორები ემზადებიან ფისკალური და მონეტარული სტიმულირების პროგრამების ტრილიონობით დოლარით დაფინანსებისთვის. ეროვნული დანაზოგების შემცირებაც დოლარს ურტყამს.

“აშშ-ის ეკონომიკა მაკროეკონომიკური დისბალანსების გამო დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა, მათ შორის შიდა დანაზოგების დაბალი მაჩვენებლების გამო. ეს პრობლემები ცუდიდან უარესისკენ მიდის და ჩვენ მომდევნო წლებში ფისკალური დეფიციტის მოლოდინში ვართ“, – განაცხადა სტეფან როუჩმა.

მისივე თქმით, გლობალური საწარმოო ინდუსტრია წარმოშობს ასევე დოლარზე გრძელვადიან ზეწოლას, რამდენიმე ექსპერტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა წაახალისოს ადგილობრივი წარმოება და მიწოდების კომპლექსური ქსელებისგან თანდათან თავი დააღწიოს. თუმცა, როჩი ამბობს, რომ ასეთი ცვლილება რამდენიმე წელს გაგრძელდება.