მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: „ექიმების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ არის“

5f99253869e10
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.20 12:33
472
ექიმების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასაუხოდ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 31 000 ექიმი და 19 000 ექთანია.

„გადავამოწმე და ზოგიერთ ექიმს უკავია 2-3 პოზიცია, მაგრამ მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 31 000-მდეა, რომელთა გამოყენება პანდემიის დროს პოტენციურად შესაძლებელია. ზოგიერთი მათგანი არ მუშაობს და ზოგი პენსიაზეა და სასურველია, რომ ყველა ექიმმა გადამზადება გაიაროს და მიიღოს ინფორმაცია, როგორ ხდება კოვიდის მართვა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძემ მე-5-მე-6 კურსის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სტუდენტების გადამზადებაც უკვე დაწყებულია.

„ასევე დაიწყო სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების გადამზადება. ეს კარგია, იმიტომ, რომ დაინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალში 1 600-მდეა, ამიტომ სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ იმუშაონ ქოლ-ცენტრებსა და ექიმების ასისტენტებად. მინდა, ჩემს უმცროს კოლეგებს ვუთხრა, რომ შეხვდნენ ამ ინიციატივას ენთუზიაზმით. თითოეულ უნივერსიტეტს აქვს შემუშავებული კურიკულუმები, იმისთვის რომ გადაამზადონ სტუდენტები და მათ კოვიდის მართვის ელემენტარული ცოდნა ჰქონდეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.