მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფონდში უნდა ჩადოს მთავრობამ ₾16 მილიონი? - დეპუტატს კითხვები აქვს

62b1bcacc28cb
შოთა ტყეშელაშვილი
21.06.22 16:50
1140
საქართველოს პარლამენტი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. მისი მიღების შემთხვევაში, სახელმწიფოს კერძო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის უფლება მიეცემა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიღება “ვენჩურული კაპიტალის” ფონდში თანხების ინვესტირებას ითვალისწინებს. საუბარია ამერიკულ ფონდ Catapult Georgia-ზე, რომელმაც საქართველოს სტარტაპების განვითარებისთვის $50 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდს ქმნიდა. ამ ფონდის აქციონერი იქნება საქართველოს მთავრობა და მასში $5 მილიონი დოლარს ჩარიცხავს.

კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომლის თქმითაც, სახელმწიფოს მიერ სტარტაპებში ფულის ჩადება არის სარისკო, ხოლო თავად ამ ფონდის სტრუქტურა გაუგებარია.

“თქვენ შედიხართ იმ სფეროში, სადაც დღემდე ეკრძალებოდა სახელმწიფოს შესვლა. ეს არის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ძალიან სპეფიციკური იურიდიული და სამართლებრივი ფორმის დაწესებულებებია, საქართველოს საფონდო ბირჟა არ არსებობს, საფონდო ბირჟაზე თვეში ბრუნვა არის 300 ლარი; კორპორატიზაცია არ არსებობს; თუკი ვინმეს რაიმეს ყიდვა-გაყიდვა უნდა, ყველა ლონდონის ბირჟაზე ყიდის და საქართველოს ბირჟაზე არავინ არაფერს ყიდის. მთავრობას საფონდო ბაზრის წახალისება არ შეუძლია. მთავრობას შეუძლია შექმნას ჯანსაღი ეკონომიკა, რათა მიმზიდველი იყოს ბიზნესისთვის და გაჩნდნენ სააქციო საზოგადოებები და აქციონერებმა გამოიტანოს თავისი ფასიანი ქაღალდები ღია ბაზარზე და იყიდოს ყველამ, როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირმა.

მთავრობის წახალისებული ბიზნესი ყველგან არის წამგებიანი და კორუფციის წყარო. ეს კანონპროექტი არის მთავრობის შემოტანილი - რა წესია, რომ მთავრობა ამოგეფარებათ დეპუტატებს და ამის ინიციატორია 20 დეპუტატი. ისტორია მარტივია, ესაა ამერიკული კომპანია თუ რუსული კომპანია. იყო ტელევიზიაში გადაცემები, რომ ესაა “კატაპულტ ჯორჯია”, პრეზენტაცია მოეწყო და ფული გვინდა, ჩავდოთ 50 მილიონიო, მერე აღმოჩნდა, რომ მთავრობა თუ არ ჩამიდებს, მე ამას არ ჩავდებპ. ბიზნესია ეს, გინდ სტარტაპი დაუძახე და გინდ - არასტარტაპი, ნებისმიერი ფულის ჩადება ნიშნავს საბოლოოდ ფულის ჩამდებისათვის მოგების მიღებას, რატომ არ ელოდები შენ 50 მილიონის უკუგებას მთავრობის 5 მილიონის ჩადების გარეშე? გიწერიათ, რომ სწორედ ამისთვის იღებთ ამ კანონს,” - აცხადებს რომან გოცირიძე.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუბარია სწორედ Catapult Georgia-ს ფონდზე, სადაც საქართველოს მთავრობა “ინოვაციების სააგენტოს” მეშვეობით მომდევნო წლებში 16 მილიონი ლარის ჩარიცხვას გეგმავს.

“პროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო შეძლებს შესაბამის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტითა და შემდგომი წლების BDD გეგმით გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით. კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოშია მობილიზებული, გადანაწილებულია შემდეგნაირად - 2022 წელს 1,500,000 ლარი, 2023 წელს 2,500,000 ლარი, 2024 წელს 5,000,000 ლარი და 2025 წელს 7,000,000 ლარი. ჯამში, ამ მომენტისათვის და ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირებისათვის გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.