მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიაში "ლაზიკა რეზიდენსი“ შენდება, ინვესტიცია ₾20 მილიონამდეა

62ebeadad4417
დიმა კვარაცხელია
05.08.22 10:35
5735
კომპანია „განმუხურის სასტუმრო“ ანაკლიაში „ლაზიკა რეზიდენსს“ აშენებს.

როგორც პროექტის მენჯერმა გოდერძი სეფიაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ ლარია.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობა წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. „ლაზიკა რეზიდენსი“ მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებს.



"განმუხურის სასტუმრო“ ახორციელებს სრულიად განსხვავებულ, უნივერსალურ და მრავალფუნქციურ პროექტს მზიანი განმუხურის ერთ-ერთ საუკეთესო ტერიტორიაზე. პროექტი მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონის განვითარებისათვის.
კომპლექსში იქნება ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა-ფიტნეს ცენტრი, რესტორანი /ლაუნჯი, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საბავშვო მოედნები, საკონფერენციო დარბაზი და პარკინგი. კომპლექსი 8-სართულიანია.

მშენებლობაში დასაქმებულია ადგილობრივი მუშა ხელი, ამჟამად სულ 40-მდე ადამიანი და პროექტის დასრულების შემდეგ, ასევე მენეჯმენტის ნაწილში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“, - აცხადებს გოდერძი სეფიაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „განმუხურის სასტუმრო“ მხოლოდ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს.

„ლაზიკა რეზიდენსის’’ საცხოვრებელ კომპლექსში განსაკუთრებით გამორჩეულ ადგილს იკავებს ისტორიული მნიშვნელობის მქონე, ევროპაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი, რომელიც მდებარეობს მდინარე ენგურზე და აკავშირებს ანაკლია განმუხურის სანაპირო ზოლებს“, - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა.



ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს „განმუხურის სასტუმრო“ 2011 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 95% ბესიკ ჩიქოვანს ეკუთვნის, 5%-ის მფლობელი კი პაატა გოგოხიაა. შპს „განმუხურის სასტუმროს“’ დირექტორია თეიმურაზ ჩიქოვანი.