მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმი: "საქართველოს არ სჭირდება ორი ღრმაწყლოვანი პორტი"

5dea40415925f
თათია ჩაფიჩაძე
06.12.19 15:50
1168
ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, საქართველოში ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის საჭიროება არ არსებობს. ეს განცხადება ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ფოთის პორტის გაფართოებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისი შეფასებით, მთავრობამ არჩევანი ანაკლიაზე უკვე გააკეთა და ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროექტი სრულყოფილად განხორციელდეს.

„საქართველოს არ სჭირდება ორი ღრმაწყლოვანი პორტი, ამისთვის საკმარისი ბაზარი და მოთხოვნა არ არსებობს. საქართველოს მთავრობამ არჩევანი გააკეთა ანაკლიის პორტზე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ანაკლიის პორტი არის ამ ხედვის ნაწილი.

ეს არის ეკონომიკურად ტრანსფორმაციული პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მიმაჩნია, რომ საქართველომ გააკეთა სწორი არჩევანი და ანაკლია უნდა გაკეთდეს. უნდა იყოს ეროვნული სტარტეგია და ამ სტრატეგიის განხორიცლებისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი“ - განაცადა ახვლედიანმა.