მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის შემუშავებაში EBRD-ის კონსულტანტი ჩაერთვება

5e3061a6dc01d
BM.GE
28.01.20 21:15
1083
ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის შემუშავების პროცესში EBRD-ის კონსულტანტი ჩაერთვება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტზე. დელეგაციას EBRD-ის ასოცირებული დირექტორი ჰელენა გორდეევა და კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტებიც განიხილეს. საუბარი შეეხო საგზაო სამუშაოებსა და წყალმომარაგების სისტემებს, სკოლების მშენებლობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებს.

EBRD-ის დელეგაციის შეფასებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების ბიუჯეტი გასულ წელს რეკორდული იყო და 25 მილიონი დოლარით გადააჭარბა 2018 წლის შედეგებს.