მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში EBRD-ის ხელმძღვანელად ნატალია მოურავიძე დაინიშნა

64ae9489a0536
გიორგი არონია
12.07.23 15:56
1183

აზერბაიჯანში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელმძღვანელად ნატალია მოურავიძე დაინიშნა, რომელმაც სამუშაო მოვალეობების შესრულება ბანკის ბაქოს ოფისში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც, წლების განმავლობაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა 188 პროექტში €3.5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა.

“ჩემთვის დიდი პატივია ბანკის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელობა, ამ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში აღტაცებით შევყურებდი. EBRD-ის ბაქოს გუნდთან ერთად, ჩემს გამოცდილებას და ენერგიას აზერბაიჯანის ეკონომიკური საძირკვლის გაფართოებისთვის და არასანავთობო სექტორის განვითარებისთვის გამოვიყენებ”, - განაცხადა ნატალია მოურავიძემ.

ნატალია მოურავიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 2003 წლიდან მუშაობს. აზერბაიჯანის ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, სხვადასხვა დროს, ნატალია ასოცირებული დირექტორისა და უფროსი ბანკირის, რეგიონული კოორდინატორისა და თბილისის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა. ნატალია მოურავიძეს მრავალფეროვანი აკადემიური გამოცდილებაც აქვს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები