მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტიდემპინგური კანონი შესაძლოა სპეკულაციური დისკუსიების მიზეზი გახდეს"

5d89c4af54138
თელარა გელანტია
24.09.19 11:22
1140
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონის მიღებაზე მოლოდინები გადაჭარბებულია და ვფიქრობ, რომ დემპინგის შინაარსის გაგებაც ხშირად არასწორია“, - ასე ეხმაურება bm.ge-ითან საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაინიცირებულ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომლის განხილვა დღეს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ინფორმაციით, მისი მოთხოვნით, პროექტის განხილვა 1 თვით გადაიდო.

„ამ კანონპროექტის ირგვლივ ჩვენთვის ორივე მხარეს ბიზნესი დგას. ისინი, ვინც ამ კანონის მიღებით ისარგებლებს ან ვინც შეიზღუდება. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე იმპორტიორი კომპანიებისთვის სამართლიანი თამაშის წესების დაცვა. მიგვაჩნია, რომ ყველა სფეროში საჭიროა სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს ჰქონდეს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ ბიზნეს გარემოში მუშაობის შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დემპინგის შესწავლა - აღმოჩენა რთული პროცესია და არსებობს რისკი, რომ კანონის მიღების შემდეგაც დადგეს მისი პრაქტიკაში აღსრულების პრობლემა. ინფორმაციის მოპოვება სხვა ქვეყნებში რთულია, ასევე სჭირდება რამდენიმეთვიანი და საკმაოდ რთული პროცესი. კლასიკური გაგებით დემპინგი არის, როდესაც პროდუქცია იყიდება თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად ბაზრის წილის დაკავების მიზნით, ჩვენთან ხშირად ისმის დემპინგის პრობლემა მაშინ, როდესაც სხვადასხვა კომპანიები კონკურენტუნარიანობის ან სხვა გარე ფაქტორების ხარჯზე ახერხებენ საფასო უპირატესობის მოპოვებას და ეს არ არის კლასიკური დემპინგი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონში დაზღვევის მექანიზმები ასახულია მაინც, შესაძლოა, სპეკულაციური დისკუსიების მიზეზი გახდეს.

„კანონპროექტის განხილვები სხვადასხვა ფორმატებში მიმდინარეობდა ბიზნესსექტორთან, მასში პრინციპში არის წარმოდგენილი დაზღვევის მექანიზმები და პრინციპები თუ რა შემთხვევაში შეიძლება იქნას მოკვლევა დაწყებული, მაგალითად თუ საკითხს სვამს ინდუსტრიის მოთამაშეთა უმრავლესობა - 50%-ზე მეტი და მათი წილი ბაზარზე 25%-ს აღემატება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში არის რიგი სექტორები, სადაც ერთი ადგილობრივი მოთამაშეა და იმპორტიორი რამდენიმე. მთლიანობაში ეს კანონი ბაზარზე მნიშვნელოვნად ვერაფერს შეცვლის, უბრალოდ რიგ შემთხვევებში შეიძლება მივიღოთ სპეკულაციური დისკუსიები, რაც ვფიქრობ საჭირო არ არის“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.