მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანტრემ“ ბაქოში მეექვსე ფილიალი გახსნა - ინვესტიცია $250 000

61a728dcd17e6
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.21 11:51
1266
„გავხსენით მეექვსე „ანტრე“ ბაქოშო“, - ეს ინფორმაცია ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საცხობის ქსელ „ანტრეს“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელი ლიკა მიქაუტაძე ამბობს, რომ კომპანია ქვეყნის გარეთ გაფართოებას განაგრძობს.

„ბაქოში „ანტრეს“ მეექვსე ფილიალი გუშინ გავხსენით, სადაც სტუმრებს 6 ადამიანი მოემსახურება. ახალი ობიექტის გახსნისთვის კომპანიამ 250 000 დოლარის ინვესტიცია ჩადო და უცხოური ბაზრების ექსპანსია გაგრძელდება. ბაქოში ქსელის აქტიურად განვითარდება, ხოლო გაზაფხულისთვის ლონდონში დამატებითი ობიექტების გახსნას ვგეგმავთ“, - უთხრა BM.GE-ის ლიკა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, დღეისთვის საცხობის ქსელი „ანტრე“ საქართველოში - 14 ობიექტს, ბაქოში - ექვსს, ხოლო ლონდონში ერთ ობიექტს მართავს.