მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი KIA-ში $3.6 მილიარდს დააბანდებს

601a8d11b57c7
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.21 23:40
661
Apple-მა ავტოკონცერნ KIA-ში 3.6 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ისინი ერთობლივiი ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული გარიგების შედეგად, დღევანდელი მონაცმებით, რეკორდულად გაიზარდა KIA-ს აქციების ღირებულება. ავტოკონცერნის აქციების ფასმა 9.7%-ით მოიმატა და თითო აქციის ღირებულებამ 87.70 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1998 წლის შემდეგ.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული გარიგების ფარგლებში KIA 100,000 ელექტრომობილის წარმოებას აპირებს ჯორჯიის შტატში განთავსებულ ქარხანაში, თუმცა ავტოკონცერმა ავტომობილების წარმოების მოცულობა ეტაპობრივად 400,000-მდე უნდა გაზარდოს.

სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გარიგება 17 თებერვლას შედგება, ხოლო ელექტრომობილების წარმოება 2024 წლიდან დაიწყება.