მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის თანამშრომლებს ოფისიდან მუშაობის გაგრძელება აღარ სურთ

60be2d30b5e16
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.21 00:40
925
Apple-ის თანამშრომლებმა აქცია გამართეს ტიმ კუკის ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც აცხადებს, რომ სექტემბრიდან თანამშრომლებმა მინიმუმ სამი დღე ოფისიდან უნდა იმუშაონ. ტექნოლოგიური კომპანიის გუნდი კი მეტ მოქნილობას ითხოვს დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Apple-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც თანამშრომლებს ოფისებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მსგავსი ინციატივით გამოვიდა Google-იც, რომელიც თანამშრომლებს სექტემბრიდან ოფისში მუშაობას კვირაში მინიმუმ სამ დღეს მოსთხოვს.

აღსანიშნავია, რომ ზოგმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, როგორიც, მაგალითად, Facebook-ი და Twitter-ია, უფრო მსუბუქი მიდგომა შეინარჩუნა ოფისში დაბრუნების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

Facebook-ი აცხადებს, რომ დისტანციურად მუშაობა „მომავალია“, ამიტომ თანამშრომლებს არჩევანის საშუალება ექნებათ: მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ ან ოფისში დაბრუნდნენ.

Twitter-მა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ სახლიდან განაგრძონ მუშაობა „სამუდამოდ“, თუ მათ ამის საშუალებას საკუთარი პოზიცია მისცემთ.