მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ახალი იპოთეკური სესხების აღება 2019 წელთან შედარებით შემცირდა - TBC Capital

608bd458f3150
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 14:22
937
TBC Capital-ის ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, მარტში მკვეთრი ზრდის შემდეგ, გაცემული ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 1-27 აპრილის პერიოდში 2019 წლის დონესთან შედარებით 22.8%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა (7x ზრდა წ/წ).
 
ამასთან, 1-22 აპრილის პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებში, 2019 წელთან შედარებით, 9.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.