მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პროცენტით გაძვირდა კერძო სკოლებში სწავლა?

64b01e94e5b9f
მარიამ იზორია
14.07.23 00:30
689
2023 წელს საქართველოში კერძო სკოლების საშუალო ფასი 6500 ლარია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ზოგად განათლებას ეხება.

მიმოხილვის ავტორების დაკვირვებით, სკოლების გადასახადი მზარდია და წელს, 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. კვლევამ გამოკვეთა ისიც, რომ საშუალოდ ქართული ოჯახი თავისი შემოსავლის დაახლოებით 37%-ს კერძო სკოლის გადასახადში ხარჯავს.

კერძო სკოლების ფასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სასწავლო გეგმა, სპეციალიზებული პროგრამები, პერსონალი, კლასის ზომა, ინფრასტრუქტურა, მდებარეობა, მეტად პერსონიზირებული ყურადღება მოსწავლეებზე და ა.შ.

გიმნაზია “შავნაბადას” დამფუძნებელი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით სკოლაში სხვადასხვა ფასები მოქმედებს, თუმცა ახალი მოსწავლეებისთვის ფასები 10%-ით გაიზარდა.

“უპირობოდ ყველასთვის ფასი არ შეცვლილა, რადგან სხვადასხვა დროით მოქმედი ხელშეკრულებები გვაქვს. Თუმცა, მათ შორის, იმ მშობლებთან, რომლებთანაც ხელშეკრულების პერიოდი დასრულდა, ახალი ხელშეკრულების პირობებში ფასის მატება მოგვიწია” - ამბობს ავთანდილ აბდუშელიშვილი.

სწავლის საფასური 10%-ით გაძვირდა “იუჯი სკოლაშიც”.

“ჩვენთან 10%-იანი მატებაა, თუმცა გასულ წლებში ზრდა უფრო მეტს შეადგენდა. ახლა ზრდის ტემპი შენელებულია” - ამბობს “იუჯის” ადმინისტრაციის უფროსი თინათინ თოფურია.

2023 წელს ფასი უცვლელი დარჩა “სკოლა ნიუტონში”. როგორც სკოლის ხელმძღვანელი გიორგი მელაძე აღნიშნავს, სკოლა ცდილობს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა შეინარჩუნოს.

“ჩვენ სკოლაში სწავლის საფასური არ გაზრდილა, რადგან კარგი სკოლები, რომლებიც ცდილობენ რომ ხარისხზე ჰქონდეთ ორიენტაცია, იაფი არ ღირს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მაქისმალურად ხელმისაწვდომი ვიყოთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში, კერძო სკოლებში ფასთა მატების ტენდეცნია არის, ფასი მუდმივად იზრდება, რადგან ხარჯები იზრდება. ფასის ზრდა არ არის გამოწვეული იმით, რომ სკოლებს უფრო მეტი მოგების მიღების სურვილი აქვთ” - აცხადებს გიორგი მელაძე.

კერძო სკოლებში სწავლის წლიური საფასური 1,000-20,000 ლარს შორის მერყეობს - G&T

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები