ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 300 ლარი ადამიანებისთვის, რომლებმაც შეზღუდვების გამო სამუშაო დროებით დაკარგეს, ნამდვილად არ არის საკმარისი და მაღალი თანხა, თუმცა, ეს არის ის, რისი შეთავაზებაც მთავრობას შეუძლია.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფოს მეტი რესურსი არ აქვს, რომ მოქალაქეებს დაეხმაროს და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები თავის სამუშაო ადგილებს სულ მალე დაუბრუნდებიან.
„არ არის საკმარისი. 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ამ რთულ ვითარებაში შეგვიძლია რომ გავწიოთ. შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები შეძლებენ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი რომ მალე გავხსნათ, არ მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით - ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა. რა თქმა უნდა აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ ვერ ვიმუშავებთო, ისინი ითხოვენ, გაგვხსენითო, აქედან გამომდინარე ისინი ისარგებლებენ ამ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ ზოგადად ანტიპანდემიური მიმართულებით უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინფორმაციით, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა - 100 ათასი, ბიუჯეტი - 30 მლნ ლარია.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის