მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ჰესი ამუშავდა 2024 წელს?

ენგურჰესი

2024 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესული ჰესებიდან ყველაზე მძლავრი საშუალო ზომის "ხობი 2 ჰესია", რომლის დადგმულ სიმძლავრეს 44.5 მეგავატია. როგორც BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, სამუშაოების დასკვნით ეტაპზე ჯამში რვა სადგურია, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 90 მეგავატი იქნება.

"2024 წელს სამშენებლო სამუშაოების დასკვნით ეტაპზე იმყოფება 8 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 94 მგვტ, 4 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და შევიდა ექსპლუატაციაში. ამ ოთხი ჰესის დადგმული სიმძლავრეა:

  • ტოლოში ჰესი-1.5 მგვტ;
  • ხობი 2 ჰესი - 44.5 მგვტ;
  • შევაბური ჰესი - 1.94 მგვტ;
  • დაღეთი ჰესი - 0.81 მგვტ.

ამ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება 300-მდე ენერგეტიკული პროექტი", - აცხადებენ სამინისტროში.

ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის სიმძლავრე 4 621 მგვტ-ია, აქედან 3 520 მგვტ - ჰესებია, აქ შედის როგორც დიდი მარეგულირებელი ჰესები, ისე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები. სისტემაში ჩართული ერთადერთი ქარის სადგური მხოლოდ 21 მეგავატია. გენერაციის 70%-ზე მეტი ჰიდროსადგურებზე მოდის 25% თბოსადგენერაციაზე, ქარის სადგურის წილი გამომუშავებაში უმნიშვნელოა. მთავრობა ამბობს, რომ 2034 წლისთვის დადგმული სიმძლავრე 10 ათას მეგავატს გადააჭარბებს, ანუ გაორმაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები