მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება“ - დავითაშვილი

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით იცით, რომ აქ ხელშეკრულება შეწყდა და პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობით განხორციელდება და ინტენსიური დიალოგით მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა კომუნიკაცია სწორად მოხდეს. პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო და სხვა რისკი და ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტრო სადგურს შპს „ენკა რინიუბელზს“ აშენებდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ 2021 წელს მისი მშენებლობა შეწყდა, მალევე კი საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ ჰესს თავად ააშენებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები