მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვფიქრობ, რომ სესხებზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემცირება დადებითს მოუტანს ეკონომიკას"

5ea948c4323b3
ელენე გოგბერაშვილი
29.04.20 13:24
908

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ლარში გაცემულ სესხებზე 200 000 ლარიანი ზღვარის შემცირება რაიმე დადებითს მოუტანს ეკონომიკას. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„200 ათასი ლარის ზღვარი ეს არ არის ეროვნული ბანკის რეგულაციის ნაწილი. არცერთხელ, არასოდეს ყოფილა, არც მაშინ, როცა 100 ათასი იყო ზღვარი, არც მაშინ, როცა 200 ათასი იყო. ეს არის ის, რაც კანონმდებლობით არის შესული. რა თქმა უნდა მთავრობას ალბათ ექნება მოსაზრება ამასთან დაკავშირბით, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ზღვრის შემცირება არ ვფიქრობ, რომ რაიმე დადებითს მოუტანს ეკონომიკას“-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, 200 000 ლარიანი ზღვარის დაწევის საჭირობას ვერ ხედავს ფინანსთა მინისტრიც. თებერვალში ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ზღვარის არც დაწევა და არც გაუქმება პრობლემა არ არის, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას.

სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ზღვარი 100 000-დან 200 000-მდე 2019 წლის იანვრიდან გაიზარდა.