მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არანაირი კრიზის-მენეჯმენტი არ ყოფილა, ეს იყო ბიზნესის ბულინგი“ - მერიკო გუბელაძე გახარიაზე

602e7a112f39d
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 18:24
1178
რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე პანდემიის პერიოდში გაახრიას მიერ მართულ კრიზისულ მდგომარეობას დაბალ შეფასებას აძლევს.

BM.GE-სთან საუბრისას რესტორატორი ამბობს, რომ მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრები ბულინგს უფრო ჰგავდა ვიდრე კრიზისის მართვას.

„გიორგი გახარიას პირადად ერთხელ შევხვდი, ძირითადი შეხვედრები იყო ეკონომიკის სამინისტროსთან. ვფიქრობ, ძალიან ცუდად უძღვებიან ამ პროცესს. მგონია, რომ ეს ბულინგია სახელმწიფოს მხრიდან და მეტი არაფერი, იმიტომ რომ პრაქტიკულად დაკეტილია რესტორნები. არც აანაზღაურეს აბსოლუტურად არაფერი და ისიც ვერ უზრუნველყვეს, რომ ასეთი გაჭირვების ჟამს ობიექტებზე ინკასო არ დაედოთ. პირადად ჩვენი ბიზნესის მიმართულებით კრიზის მენეჯმენტი ძალიან სუსტი იყო. არანაირი მენეჯმენტი არ ყოფილა. ეს იყო ბიზნესის ბულინგი და არა მენეჯმენტი.
რაც შეეხება ქვეყანას, აქაც ვერ ვიტყოდი, რომ კარგი კრიზის მენეჯმენტი იყო, ჩვენ ძალიან დავზარალდით და თუ რამე ცუდი შეიძლებოდა მომხდარიყო, ქვეყანაში მოხდა. ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კრიზისი კარგად მართეს“, - თქვა მერიკო გუბელაძემ.

ის ვერ იხსენებს გიორგი გახარიას მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რამაც სფეროზე დადებითად იმოქმედა და გადაწყვეტილებების მიღების მხრივ ვერც წინა პრემიერებს გამოარჩევს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ დღეს თანამდებობა დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ კი პრემიერობის კანდიდატად კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.