მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არანაირი სურვილი არ მაქვს, წავიდე პარლამენტში, მოვწყდე ბიზნესსაც და ვიჯდე უსაქმოდ”

5f5e6b4b03390
სალომე მეცხვარიშვილი
14.09.20 10:15
1137
“არანაირი სურვილი არ მაქვს, მოვწყდე ბიზნესსაც, წავიდე პარლამენტში და ვიჯდე უსაქმოდ”,- ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი გადაცემა Forbes Talks-ში მის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკში “ძალა ერთობაშია” გაწევრიანდა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარება და საუბარი თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდათ. ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ამ ბლოკთან ყველაზე მეტი საერთო იპოვეს, თუმცა არსებობს დათქმა, რომ საარჩევნო ბლოკში პარტიას “პროგრესი და თავისუფლება” ექნება თავისი ხაზი: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება.

ცეზარ ჩოჩელის თქმით, თუ დაინახავენ, რომ მათ იდეებს საარჩევნო ბლოკი მხარს არ უჭერს, მათ ყოფნას პარლამენტში აზრი არ ექნება.

“არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო რიგითი დეპუტატი, რომელიც დილით მივა პარლამენტში და საღამოს წამოვა ან კვირაში ერთხელ მივა, ხანდახან კვირაში ერთხელაც არა…”, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

კითხვაზე, “ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკში შესვლის გადაწყვეტილების განმაპირობებელი იყო თუ არა ვანო მერაბიშვილი, ბიზნესმენი ამბობს, რომ მას მოლაპარაკებები ნიკა მელიასა და კობა ნაყოფიასთან ჰქონდა და არა - მერაბიშვილთან.

პარტია "პროგრესი და თავისუფლება" ბიზნესმენებმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა, ასევე, კახა ოქრიაშვილმა ჩამოაყალიბეს. ცნობილია, რომ პარტიაში კერძო სექტორიდან სხვა სახეებიც იქნებიან.