მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე FDI-ის კლებაზე: ინვესტიციების შემცირება სასიამოვნო არ არის

5d8b4ffa67061
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 17:20
1240
„ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო თანხობრივ ნაწილში, რაც ქვეყნისთვის სავალუტო შემოდინებაა, არამედ მნიშვნელოვანია, ცოდნის და ტექნოლოგიურ ტრანსფერთან მიმართებაში, რაც შესაძლოა სხვადასხვა ინვესტორმა შემოიტანოს,“ - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-ით კლების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გაჩეჩილაძე განმარტავს, FDI-ის კლება სასიამოვნო არ არის, თუმცა ვაჭრობის კუთხით ქვეყანაში ბევრად დადებითი მოვლენები ხდება.

„თანხობრივი კლება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, თუმცა ის დადებითი ტენდენციები, რომელიც ტრანსფერებში და ტურიზმში იმპორტის კლებაში და ექსპორტის მატებაში შეინიშნება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის დანაკლისი, რაც ჩვენ ინვესტიციებში განვიცადეთ. შესაბამისად, ინვესტიციების კლება სასიამოვნო არ არის, თუმცა ვაჭრობის კუთხით ბევრად დადებითი მოვლენები ხდება", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 187 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 53.7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.