მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2022-ში საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და ამას ინვესტორებიც აღიქვამენ”

63d6d35acc9a3
BM.GE
30.01.23 00:01
1210
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ 2022 წლის შედეგების შესახებ გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში ისაუბრა. კითხვაზე თუ რა განაპირობებს უკანასკნელ პერიოდში ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ღირებულების მატებას, გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ეს ქვეყნის უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

არჩილ გაჩეჩილაძის განმარტებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამასთანავე, ლარის გაცვლითი კურსის გამყარება საერთაშორისო ინვესტორთა მიერ საქართველოს საბანკო სისტემაში გაკეთებულ კაპიტალდაბანდებებს უფრო მომგებიანს ხდის.

“2022 წელს საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ჩვენი ინვესტორები ამას ყველაფერს აღიქვამენ და უყურებენ დოლარში. დოლარში ითვლიან საკუთარ ინვესტიციასაც და უკუგებასაც, ხოლო ჩვენი კაპიტალი კი ლარშია. შესაბამისად ამის მოწილე თუ არის ინვესტორი და ლარი გამყარდა, ის რა თქმა უნდა უფრო მოგებაშია. მახსოვს წინა წლებში როდესაც ლარი სუსტდებოდა, აცხადებდნენ რომ ბანკებს აწყობთო, ასე იყო საუბარი. პირიქით არის, ჩვენ ინვესტორებს ლარში აქვთ კაპიტალი და ითვლიან დოლარში. შესაბამისად, როდესაც ხდება ლარის გამყარება და ეკონომიკა ნომინალურ მაჩვენებელში 20%-ზე მეტად იზრდება, ეს მთლიანობაში აღებული ინვესტორისთვის ძალიან მომგებიანი და საინტერესოა.

ინვესტორებმა ეს ნელ-ნელა აღიქვეს და დაინახეს. არის მეორე მიმართულებაც. ვინაიდან რუსეთი არის მძიმედ სანქცირებული, მეტად და მეტად შუა აზიის ქვეყნებისთვის სამხრეთ კავკასიის კორიდორი გახდა უფრო მნიშვნელოვანი, რაც ნიშნავს შესაძლებლობების საოცარ ფანჯარას, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსთვის. ჩვენზე და ქვეყანაზე არის დამოკიდებული, რომ ამ შესაძლებლობის ათვისება მოხდეს. არაერთი დიდი პროექტი დაანონსდა. ერთადერთი რასაც ვშიშობ, არის ის რომ ამ პროექტებს სჭირდება დიდი ვადა და ვფიქრობთ როგორ შევუწყოთ ხელი ამ დიდ პროექტებს კერძო სექტორმა რომ განხორციელება მათი დაიწყოს სწრაფად. გვჭირდება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ხელშეწყობა ამ კუთხით,”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები