მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს მხოლოდ ევროპის საქმე არაა, ეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია - პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაზე

61fc34c56efde
თამთა ჯიჯავაძე
04.02.22 00:02
762
თქვენ ერთი მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოში რამდენიმესაათიანი ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი თბილისში, და იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენ ერთი მხრივ ხართ უკრაინის აღმოსავლეთი მხარე და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უკრაინასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე.

მე საქართველოსთან მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, რადგან საქართველო ზუსტად არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.