მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეფერინის" პროდუქცია ჩინეთის უმსხვილეს პლატფორმებზე გაიყიდება

6263d11f5cd18
მარიამ იზორია
23.04.22 22:30
2085
ქართული კომპანია “გეფერინის” პროდუქცია ჩინეთის უმსხვილეს პლატფორმებზე დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება. საუბარია “Taobao”-სა და “Tmall”-ზე, რომელთანაც “გეფერინმა” სამწლიანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გეფერინის საწყობი ჰონკონგში განთავსდება, საიდანაც პროდუქტის მიწოდება მოხდება.

“გეფერინის” დამფუძნებელი ილია გეფერიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ პირველი შეკვეთა, 25 მოდელის ჩანთა, უკვე მზად აქვთ. გაგზავნიდან მალევე კი ბრენდის პროდუქცია პლატფორმებზე გაიყიდება.

“პირველი შეკვეთა უკვე მზად არის. პროდუქტს დაახლოებით 2 კვირაში მივაწოდებთ. მოგვარებულია როგორც შეფუთვის, ასევე ლოჯისტიკის საკითხები. საუბარია 25 მოდელ ჩანთაზე. ამ ეტაპზე ის მოდელები შეირჩა, რომელიც ყველაზე გაყიდვადია” - აღნიშნავს “გეფერინის” დამფუძნებელი.

ჩანთებისა და ტყავის სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი ბრენდი “გეფერინი” საქართველოს მასშტაბით ოთხ მაღაზიას, ერთს ბათუმში დანარჩენს კი თბილისში, ფლობს. გარდა ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისა კომპანიას ქვეყნის გარეთ გაყიდვის 44 წერტილი აქვს, მათ შორის არის საკუთარი და სხვა მულტიბრენდული მაღაზიები.