მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის კრიტიკოსი, მილიონერი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

63aacc6a5ea78
გიორგი თოლორდავა
27.12.22 14:48
654
რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის აქტიური კრიტიკოსი, პაველ ანტოვი ინდოეთში, ქალაქ ოდიშას სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.

მილიონერი ბიზნესმენი რაიაგადას ისტორიულ რეგიონში თავის 66-ე იუბილეს აღნიშნავდა და წვეულობას მართავდა.

TASS-ის ცნობით, პაველ ანტონოვი სასტუმროს ფანჯრიდან „გადმოვარდა“ და, სავარაუდოდ, ეს წელს მდიდარი და გავლენიანი რუსი მოქალაქის გარდაცვალების მორიგი უბედური შემთხვევა იყო.

აღსანიშნავია, რომ უბედურ შემთხვევამდე ზუსტად ორი დღით ადრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ანტოვის ახლო მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე, ვლადიმირ ბუდანოვიც, რომელთან დაკავშირებითაც რუსული სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ ადგილი გულის შეტევას ჰქონდა.

ცნობისთვის, პაველ ანტოვს პრეზიდენტ პუტინის რეჟიმი არაერთხელ გაუკრიტიკებია, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კი მან საჯარო პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას „პუტინის ტერორს“ უწოდებდა. რამდენიმე დღეში ანტოვს პოსტის წაშლა და საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია, მისი განმარტებით, ეს „ტექნიკური შეცდომა“ იყო და ის სრულად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ეროვნულ სტრატეგიას უკრაინასთან მიმართებით.