მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქი: უძრავ ქონებაზე ფასი სავარაუდოდ $250-300-ით გაიზრდება

62330e578bc5b
თათია ჩაფიჩაძე
19.03.22 15:50
3383
დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე "არქი" ქვეყანაში უძავი ქონების ფასების ზრდას მოელის, რაც პირველ რიგში სამშენებლო მასალების ღირებულების გაძვირებით არის განპირობებული. კომპანიის გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის კვადატული მეტრის აშენების თვითღირებულება უკვე 120 დოლარით გაძვირდა, უახლოეს პერიოდში კი სექტორი ფასების კიდევ 150 დოლარით გაძვირებას პროგნოზირებს.

ხეცურიანი ამბობს, რომ თვითღირებულების ზრდა გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასების 250-300 დოლარით გაძვირებას გამოიწვევს.

„სამშენებლო პროდუქციაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით ეს ეხება არმატურას და სხვა მეტალს, გაიზარდა ხის მასალის ფასიც, გართულდა ლოჯისტიკა და ამან დღეს უკვე გამოიწვია კვ.მ-ზე ფასის 120 დოლარით გაზრდა. უკრაინა და რუსეთი ამარაგებდა სამშენებლო სექტორის დიდ ნაწილს, ამიტომ არის დეფიციტი და ყველა მიმართულებით ფასების ზრდა.

ტერიტორიის, კორპუსის აღჭურვილობის და სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით კვ.მ-ის აშენების ღირებულება 300-400 დოლარი იყო, შეიძლება 500-იც, დღეს უკვე გაძვირდა 100-120 დოლარით და მომწოდებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით ველით, რომ ფასი კიდევ 150 დოლარამდე გაიზრდება, რაც საერთო ჯამში მსხვილ ზრდას ნიშნავს და რა თქმა უნდა დეველოპერულ სექტორი ვერ შეძლებს გასაყიდი ფასები არ გაზარდოს. თვითღირებულებას თუ არ გაყვა სექტორი ფინანსურ სტაბილურობას დაკარგავს. როგორც გითხარით კვადრატულზე ზრდა არის 250-300 დოლარამდე და სადღაც ამ ჭრილში გავზრდით გასაყიდ ფასსაც.

იმედი მაქვს რომ ომი დასრულდება ძალიან მალე, მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება და ფასები დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს.“ - აცხადებს ხეცურიანი.